საცხოვრებელი კომპლექსი ორბის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ქალი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.
როგორც ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, ქალი სამსახურში ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ ყოფილა, რადგან მას სხვა თანმდევი დაავადებები აწუხებდა.
იგი "დონას" კლასტერს მიეკუთვნება. ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
ინფიცირებული ქალი საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თამაშრომლის დედაა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ასევე კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან 15 ბათუმს უკავშირდება, მათ შორის 2 საკონდიტრო დონას კლასტერს.